კოჯრის ტყეში გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრი პირი აღმოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათესავები და პოლიცია მამაკაცს ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. კოჯრის ტყეში ჩამომხრჩვალი მამაკაცი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ასეულის მეთაური აღმოჩნდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, მამაკაცის ცხედარი კვირას აღმოაჩინა მჭყემსმა, რომელიც იქვე ცხვრებს მწყემსავდა. სამხედრო პირის დაკარგვის შესახებ შსს-ს 28 იანვარს მისმა ნათესავებმა შეატყობინეს.

პატრული - Sputnik საქართველო
კოჯრის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

„მიღებული შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ, ტ. ს.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სამძებრო ღონისძიება ჩაატარა, გადაამოწმდა საავადმყოფოები, ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიულ ქვედანაყოფს გადაუგზავნა“, — ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ ცხედრის აღმოჩენისას ძალადობის ნიშნები არ გამოვლენილა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას და ითვალისწინებს სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.


ყველა ახალი ამბავი
0