გოგიაშვილი: გადავწყვიტე ჩემი ბრენდი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამეკეთებინა
„ერთი წყვილი ფეხსაცმელი მქონდა ჩემთვის შეკერილი. ერთხელ ვიმაიმუნე და შევიკერე. მე და ჩემი ქმარი ხშირად ვმოგზაურობთ და ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, როცა ჩავედით უცხოეთში, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ფეხსაცმელს, რომ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამეკეთებინა ჩემი ბრენდი, სადაც იქნებოდა ფეხსაცმლის მრავალი სახეობა“, — ამბობს სალომე.
სალომე გოგიაშვილმა მეგობართან, მანო გაბურთან ერთად შექმნა ფეხსაცმლის ბრენდი „სალმანი“. ფერადი ფეხსაცმელი მომხმარებელმა მაშინვე შეიყვარა, ამიტომ „სალმანის“ ყიდვის მსურველთა რაოდენობა ყოველდღე მატულობს. სულ მალე ბრენდი ევროპის ბაზრისკენ აიღებს გეზს.