ცნობილი გახდა რეზერვისტების ჯამაგირის რაოდენობა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში რეზერვის ოთხი ტიპის შექმნა იგეგმება, მაგრამ ანაზღაურებადი მხოლოდ ერთი იქნება.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. აქტიურ რეზერვში გაწვეულთა წლიური ანაზღაურება საშუალოდ 3,6 ათასი ლარი იქნება, აღნიშნულია „სარეზერვო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, სარეზერვო სამსახური 2018 წლის 1 ივნისიდან ოთხ სახეობად უნდა დაიყოს: აქტიური სარეზერვო სამსახური, ანუ შეიარაღებული ძალების რეზერვი; ტერიტორიული რეზერვი; სპეციალისტთა რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.

აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითი იქნება. გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით. სწორედ ეს სამსახური იქნება ანაზღაურებადი.

რეზერვისტის წლიური ხელფასი იქნება 2090 ლარი პლუს 1492 ლარი. პირველი თანხა გადანაწილდება ყოველთვიურ ხელფასზე წოდებისთვის, მეორე კი — სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის.

მიხეილ ჯანელიძე და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
რას დაჰპირდა სტოლტენბერგი საქართველოს?

ამჟამინდელი სისტემით, დანახარჯი თითოეულ რეზერვისტზე წელიწადში დაახლოებით 1,5 ათას ლარს შეადგენს.

თავდაცვის სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ 2018 წლის ივნისიდან აქტიურ რეზერვში 260 ადამიანს მიიღებენ. საერთო ხარჯები (მათ შორის კვების, ჩაცმის, ხელფასის) დაახლოებით 1,4 მლნ ლარი იქნება.

რეზერვის თითოეულ სახეობას ასაკობრივი შეზღუდვა აქვს: აქტიური სარეზერვო სამსახური შესაძლებელია 50 წლამდე, ტერიტორიული რეზერვი — 55 წლამდე, სპეციალისტების — 65 წლამდე, ხოლო სამობილიზაციო — 60 წლამდე.

ძირითადი კანონის მიღების გარდა, შესწორებების შეტანა საჭირო იქნება ამ თემასთან დაკავშირებულ კიდევ ათ კანონში.

შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა და საბოლოოდ 2018 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროექტების პაკეტს მხარი უკვე დაუჭირა. პარლამენტმა შესწორებები სამი მოსმენით უნდა მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური