გაგოშიძე: გოგო-ბიჭებს როცა სიყვარული აკლიათ, ნარკოტიკი მათთვის ერთადერთი გზაა

© photo: 59 Seconds / FBთამარ გაგოშიძე
თამარ გაგოშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს, თუ რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული ხელოვნურ ბედნიერებაზე და რატომ იწყებს ნარკოტიკის მოხმარებას.
გაგოშიძე: პატარა გოგო-ბიჭებს, როცა აკლიათ სიყვარული, ნარკოტიკი მათთვის ერთადერთი გზაა

„ყველა ადამიანს აქვს უნარი ცხოვრებით დაკაიფდეს. ცხოვრება არ არის მარტო შენი მიღწევები, შენი მანქანა, სახლი, საბანკო ანგარიში. შენ გგონია, რომ ამით კაიფობ, ხოლო გარკვეული დროის მერე ხელოვნური სტიმულაცია გჭირდება“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

ფსიქოლოგის განცხადებით, ადამიანების მეორე ნაწილს ეს ყველაფერი არ აქვს და ამიტომ ვერ კაიფობს. პატარა გოგო-ბიჭებს, რომლებსაც თვითშეფასება აქვთ დაბალი და ვერ იპოვეს საკუთარი თავი, მშობლებს არ სცალიათ მათთვის, აკლიათ სიყვარული, არ იციან რით დაკავდნენ, ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ, რომ ნარკოტიკი მათთვის ერთადერთი გზაა.

ყველა ახალი ამბავი
0