საქართველოს აეროპორტები 2017 წელს 4,1 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 43,4%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მგზავრთნაკადის ზრდა საქართველოს სამივე აეროპორტში დაფიქსირდა.
მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა შიდა რეისებზეც. მაგალითად, 2017 წელს თამარ მეფის სახელობის აეროპორტი დაახლოებით 7,3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 72,2%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
იგივე პერიოდში ამბროლაურის აეროპორტი 5,6 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ აეროპორტმა 2017 წლის იანვარში დაიწყო ფუნქციონირება.