21-ე საუკუნის დაავადება, რომლის რისკიც ასაკში უფრო მატულობს

© Photo: courtesy of Giorgi Obgaidzeგიორგი ობგაიძე ოპერაციის დროს
გიორგი ობგაიძე ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოკრატეს ცნობილი გონივრული ფრაზა: „ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია“ ყველაზე მძაფრად მაშინ გვახსენდება, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე ვდგებით.

ამ დროს ვეძებთ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ პროფესიული ხარისხი არ გამოარჩევს მისი კოლეგებისგან, რათა მას ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ვანდოთ. ერთ-ერთ ასეთ პროფესიონალსა და პიროვნებას ახლა წარმოგიდგენთ.

© Photo: Courtesy of Giorgi Obgaidzeგიორგი ობგაიძე მეუღლესთან ერთად
გიორგი ობგაიძე მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი ობგაიძე მეუღლესთან ერთად

ტრავმატოლოგ-ორთოპედი გიორგი ობგაიძე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელია. პროფესიული ზრდისთვის მან სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ეტაპები გაიარა: ანკარის ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის განყოფილებაში, საარბრიუკენის ცენტრალურ კლინიკაში, მსხვილი სახსრების ენდოპროტეზირების კურსი მიუნხენის კლინიკაში, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების მასტერ-კლასი ლონდონში, ართროსკოპიის კურსი მიუნხენში და სხვ.

დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო მასთან დაკავშირება მხოლოდ დასვენების დღეს შევძელით.

© Photo: Courtesy of Giorgi Obgaidzeგიორგი ობგაიძე ოპერაციის დროს
გიორგი ობგაიძე ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
გიორგი ობგაიძე ოპერაციის დროს

– ბატონო გიორგი, ცნობილია, რომ ასაკში, როდესაც ადამიანის ორგანიზმი სუსტდება ოსტეოპოროზის რისკი უფრო მატულობს, ამ დროს პრევენციის რაიმე საშუალება თუ არსებობს?

— დიახ, ასაკთან ერთად ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ ბევრი პრობლემა ატყდება თავს. ორგანიზმი, მოგეხსენებათ, ამ დროს იფიტება, ძველი სნეულებები მწვავდება და ახალი დაავადებები ჩნდება. ერთ-ერთი მათგანია ოსტეოპოროზი, ანუ ძვლოვანი სისტემის დაავადება. რა თქმა უნდა, ასაკოვან ხალხში სხვადასხვა სახის მოტეხილობების ერთ-ერთი მიზეზი ოსტეოპოროზია, ანუ მოტეხილობის ადვილად მიღება. როცა ძვლებში ასაკობრივი ცვლილებებია, მაშინ ტრავმების საშიშროება უფრო მოსალოდნელია. თუმცა, ოსტეოპოროზი მხოლოდ ასაკოვანთა საზრუნავი არ არის, ამ დაავადების პრევენცია ბავშვობიდან უნდა დაიწყოს. დღეს მთელი მსოფლიო ამაზე მუშაობს და ცდილობს, რომ პრევენციის საუკეთესო გზას მიაგნოს. ოსტეოპოროზი 21-ე საუკუნის დაავადებაა და მთელი მსოფლო დღეს მასთან ბრძოლაზეა გადასული. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასპროცენტიანი შედეგი ამ მხრივ არ არის მიღწეული.

© Photo: Courtesy of Giorgi Obgaidzeგიორგი ობგაიძე კოლეგებთან ერთად
გიორგი ობგაიძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი ობგაიძე კოლეგებთან ერთად

– ძირითადად რა სახის ტრავმებით მოდიან თქვენთან პაციენტები?

— სხვადასხვა სიტუაციაში ტრავმა შეიძლება გამოწვეული იყოს ავტოსაგზაო შემთხვევებიდან დაწყებული, უხერხული მოძრაობით დამთავრებული. ჩვენთან ტრავმებით პროფესიონალი სპორტსმენებიც მოდიან. ფიზიკურ ვარჯიშებთან არასწორმა მიდგომამაც შეიძლება დააზიანოს ადამიანი, თუმცა, გააჩნია, რა ტრავმებზეა საუბარი.

– ცნობილია, რომ უკიდურეს შემთხვევაში აუცილებელი ხდება ისეთი ოპერაციის გაკეთება, როგორიცაა მუხლის ენდოპროტეზირება…

— ჯერ განვმარტავ, თუ რას ნიშნავს მუხლის ენდოპროტეზირება. ესაა მუხლის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლება. მსგავსი რამ საქართველოში ბევრ კლინიკაში კეთდება და უკვე რეგიონებშიც დაიწყეს. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, მათ შორის ეს ოპერაციაც, საკმაოდ რთული და მაღალი რისკების შემცველია, მაგრამ ძალიან კარგი შედეგებიც გვაქვს. მართალია, მას გართულებებიც ახლავს, მაგრამ ძირითადად კარგი შედეგებია.

© Photo: Courtesy of Giorgi Obgaidzeგიორგი ობგაიძე კოლეგებთან ერთად
გიორგი ობგაიძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი ობგაიძე კოლეგებთან ერთად

– თუ დაკვირვებიხართ სტატისტიკას, თქვენ პაციენტებს შორის ქალები უფრო ჭარბობენ თუ მამაკაცები?

— გააჩნია რომელი დაავადებით. თუმცა, ზოგადად, ალბათ, თანაბრად. იმიტომ რომ სხვადასხვა ასაკში სახსრების პრობლემები უფრო ქალბატონებში ჭარბობს, სპორტული ტრავმები კი — მამაკაცებში. გულწრფელად გეტყვით, რომ რეალურად ამაზე არ დავფიქრებულვარ. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ უარესს ელოდი და უკეთესი შედეგი მიგიღია, ან პირიქით.

– ამგვარი პროთეზი, ალბათ, საკმაოდ ძვირადღირებულია…

— დიახ, საკმაოდ ძვირია. ის უცხოეთიდან შემოდის და მსგავსი რამ ჩვენთან არ მზადდება. სამომავლოდ მისი ჩვენთან დამზადება ინდუსტრიასა და მწარმოებლებზეა დამოკიდებული. თუ მსგავსი რამ ჩვენთანაც გაიხსნება, ეს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.

© Photo: Courtesy of Giorgi Obgaidzeგიორგი ობგაიძე კოლეგასთან ერთად
გიორგი ობგაიძე კოლეგასთან ერთად - Sputnik საქართველო
გიორგი ობგაიძე კოლეგასთან ერთად

– თქვენზე ამბობენ, 35 წლის ასაკში უკვე განყოფილების გამგეა და 70 წლის პროფესორი ასისტენტები ჰყავსო… როგორ მიაღწიეთ ასეთ შედეგს?

— აბა, რა გითხრათ, ალბათ თავდაუზოგავი შრომით… თუმცა საამისოდ გამართლებაცაა საჭირო. მარტო სწავლა და მონდომება საკმარისი არაა. თავის დროზე და საჭირო ადგილზე უნდა მოხვედრა. მოკლედ, აქ ერთმანეთს ბევრი გარემოება უნდა დაემთხვეს. ჩემ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ყველაფერი დაემთხვა…

 

ყველა ახალი ამბავი
0