აფბა: არსებობს ეჭვი, რომ გზების მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს

© FB / Giorgi Kapanadze"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ პრემიერ-მინისტრს საგზაო პროექტების მიმდინარეობის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს, განუცხადა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ “Sputnik -საქართველოს”
აფბა: არსებობს ეჭვი, რომ გზების მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს

„ჩვენი დაკვირვებით იკვეთება ფაქტები, როდესაც მასშტაბურ პროექტებში გამარჯვებული კომპანიები, გამარჯვებიდან მოკლე დროშივე ითხოვენ პროექტებში ცვლილებებს და უპრობლემოდ იღებენ ნებართვებს ამ ცვლილებებზე. ხშირ შემთხვევაში, ათეულობით მილიონით მანიპულირება ხდება მხოლოდ გზების დეპარტამენტში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე“-აღნიშნა გიორგი კაპანაძემ

ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებიდან უპრეცედენტო მოცულობის რესურსის ათვისებაა დაგეგმილი. ბოლო 3 წლის განმავლობაში კი  ამ მიმართულებით 5 მილიარდ ლარზე მეტია უკვე დახარჯული.

ყველა ახალი ამბავი
0