თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია "გიკოს" პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რადგან მათ მიერ აშენებული საბავშვო ბაღი სამი თვის შემდეგ ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იხილეთ ფოტოლენტა, თუ როგორ გამოიყურება ეს შენობა
თბილისის №33 საბავშვო ბაღი ვაზისუბანში 2017 წლის ოქტომბერში შევიდა ექსპლუატაციაში. სამი თვის შემდეგ კეტლებსა და ჭერზე ბზარები გაჩნდა. პრობლემა თბილისის მერიის შიდა აუდიტმა დააფიქსირა. ამ დროისათვის მერია კიდევ ორ ობიექტს ამოწმებს, რომლებიც კომპანია "გიკომ" ააშენა.
© FB / Kakha Kaladze Officialთბილისის მერმა კახა კალაძემ ვაზისუბანში აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენებლები გააკრიტიკა - ქალაქის მერი ნანახისგან გაოცებული დარჩა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაზისუბანში აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენებლები გააკრიტიკა - ქალაქის მერი ნანახისგან გაოცებული დარჩა
© courtesy of Kakha Kaladze№33 საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის ოქტომბერში და სულ რაღაც სამი თვის შემდეგ კედლებსა და ჭერზე ბზარები გაჩნდა
2/9
© courtesy of Kakha Kaladze
№33 საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის ოქტომბერში და სულ რაღაც სამი თვის შემდეგ კედლებსა და ჭერზე ბზარები გაჩნდა
© FB / Kakha Kaladze Officialახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 900 ათასი დოლარია - ახლა მერია გაარკვევს, თუ როგორ დამტკიცდა ასეთი შენობის ექსპლუატაციაში შესვლა
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 900 ათასი დოლარია - ახლა მერია გაარკვევს, თუ როგორ დამტკიცდა ასეთი შენობის ექსპლუატაციაში შესვლა
© FB / Kakha Kaladze Officialავარიული საბავშვო ბაღის შენობას არ დაანგრევენ, მას აღადგენენ და ხარისხიანად გაარემონტებენ, გადაწყდა თბილისის მერიაში. თუმცა, ამავდროულად, ქალაქის ადმინისტრაციამ კიდევ ორი შენობის შემოწმება დაიწყო, რომლებსაც ასევე კომპანია "გიკო" აშენებს. ამ დროისათვის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
ავარიული საბავშვო ბაღის შენობას არ დაანგრევენ, მას აღადგენენ და ხარისხიანად გაარემონტებენ, გადაწყდა თბილისის მერიაში. თუმცა, ამავდროულად, ქალაქის ადმინისტრაციამ კიდევ ორი შენობის შემოწმება დაიწყო, რომლებსაც ასევე კომპანია "გიკო" აშენებს. ამ დროისათვის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
© FB / Kakha Kaladze Officialთბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის საბავშვო ბაღების შენობების შემოწმება დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის საბავშვო ბაღების შენობების შემოწმება დაიწყო
© FB / Kakha Kaladze Officialთბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ კომპანია "გიკოს" პასუხისგებას მოთხოვს
თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ კომპანია "გიკოს" პასუხისგებას მოთხოვს
© FB / Kakha Kaladze Officialამ მომენტისათვის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ექსპერტებმა შეისწავლეს საბავშვო ბაღების ყველა შენობა, რომლებიც ოთხ წელზე მეტისაა და მათი მდგომარეობა ეჭვს იწვევდა. იანვარში თბილისში ოთხი საბავშვო ბაღი დაიკეტა. ფოტოზე - სამი თვის წინ აშენებული საბავშვო ბაღის ჭერი
ამ მომენტისათვის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ექსპერტებმა შეისწავლეს საბავშვო ბაღების ყველა შენობა, რომლებიც ოთხ წელზე მეტისაა და მათი მდგომარეობა ეჭვს იწვევდა. იანვარში თბილისში ოთხი საბავშვო ბაღი დაიკეტა. ფოტოზე - სამი თვის წინ აშენებული საბავშვო ბაღის ჭერი
© FB / Kakha Kaladze Official№33 საბავშვო ბაღის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. მისი მშენებლობა 2,2 მილიონი ლარი დაჯდა
№33 საბავშვო ბაღის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. მისი მშენებლობა 2,2 მილიონი ლარი დაჯდა
© FB / Kakha Kaladze Officialთბილისის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქში ხარისხიან მშენებლობას დიდი ყურადღება დაეთმობა და არ იქნება არავითარი კომპრომისი და გამონაკლისი ამ მიმართულებით
თბილისის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქში ხარისხიან მშენებლობას დიდი ყურადღება დაეთმობა და არ იქნება არავითარი კომპრომისი და გამონაკლისი ამ მიმართულებით