როგორ გავხადოთ ბიბლიოთეკები საინტერესო - კალაძის ახალი ამოცანა

© courtesy of Kakha Kaladzeკახა კალაძე ბიბლიოთეკაში
კახა კალაძე ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის 33 ბიბლიოთეკიდან სამში მედიათეკები ფუნქციონირებს

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია ქალაქის ბიბლიოთეკებში სიტუაციის რადიკალურ შეცვლას აპირებს და გეგმავს ისინი თბილისელებისთვის უფრო საინტერესო გახადოს, განაცხადა მერმა კახა კალაძემ. 

პარასკევს კალაძე იმყოფებოდა დადიანის ქუჩაზე მდებარე თბილისის №5 ბიბლიოთეკაში, რომელიც ჯერ კიდევ 1884 წელს დაარსდა. მერი შეხვდა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და ბიბლიოთეკაში არსებულ პრობლემებს გაეცნო. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო
„შემაშფოთებელი სტატისტიკა" – კალაძე თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე

„საქალაქო ბიბლიოთეკებში ძალიან მძიმე სიტუაციაა. სამწუხაროდ, 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში, მეტ-ნაკლებად, ანალოგიური მდგომარეობაა. ცხადია, ამ მიმართულებით, გარკვეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო. ჩემს მოადგილეს უკვე დავავალე, რომ წარმოადგინონ კონცეფცია, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რათა ბიბლიოთეკა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს“, — ციტირებს კალაძეს მერიის პრესსამსახური.

ქალაქის ბიბლიოტეკების გარდა, 2013 წლიდან თბილისში სამი თანამედროვე მედიათეკეა ფუნქციონირებს: ვაკის პარკში, ვარკეთილში და ნაძალადევის რაიონში არსებულ თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში. სამივე ფილიალში 20 000-ზე მეტი წიგნი ინახება. მედიათეკებში მოწყობილია სამკითხველო დარბაზები, კომპიუტერული სივრცეები და მულტიმედიური ოთახები.


ყველა ახალი ამბავი
0