ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სიონის საკათედრო ტაძარშია

© Sputnik / Alexander Imedashviliმორწმუნე ეწვია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემად
მორწმუნე ეწვია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემად - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა ნაწილები სიონის ტაძარში ხვალამდე დარჩება, შემდეგ კი ქაშუეთის ტაძარში გადააბრძანებენ.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში დიდმოწამე  ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. 

წმინდა ნაწილები სიონის ტაძარში ხვალამდე დარჩება, შემდეგ კი ქაშუეთის ტაძარში გადააბრძანებენ. ქაშუეთიდან კი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ყაზბეგში წაიღებენ.

მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ეთაყვანებიან - Sputnik საქართველო
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები: ინდოეთიდან საქართველოში

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში მარტამდე დარჩება,  ყველა ეპარქიას მოივლის და მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ. 

ისტორიული წყაროების თანახმად, დედოფალი 1614 წელს სპარსეთის მმართველმა შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. ათწლიანი ტყვეობის მანძილზე ქეთევანს აიძულებდნენ სარწმუნოების შეცვლას, მაგრამ მან უარი თქვა. ამის გამო ის წამებით მოკლეს. პორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის მკვლელობას შეესწრნენ, საიდუმლოდ ამოთხარეს მისი ცხედარი და ისპაჰანში გადაასვენეს. მოგვიანებით მისიონრებმა ნეშტის ნაწილები საქართველომდეც ჩამოაბრძანეს — 1723 წლამდე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარში ესვენა, თუმცა მოგვიანებით დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასვენია გოას წმინდა ავგუსტინის მონასტერში, ვატიკანსა და ბელგიაში. XIX საუკუნის დასაწყისში გოას მონასტერი განადგურდა. ამის შემდეგ ქეთევან დედოფლის ნაწილების საპოვნელად სამეცნიერო ექსპედიციებს სხვადასხვა დროს ატარებდნენ ინდოეთში. დედოფლის ნეშტი ინდოეთში 2013 წელს იპოვეს.


ყველა ახალი ამბავი
0