კიკაბიძე სომხურად ამღერდა - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerვახტანგ კონსტანტინეს ძე კიკაბიძე
ვახტანგ კონსტანტინეს ძე კიკაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა არტისტებმა სომხეთში ქვეყნის კულტურის სამინისტროს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს საღამოში, რომელიც ალექსეი ექიმიანს მიეძღვნა

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ვახტანგ კიკაბიძემ ერევნის ერთ-ერთ ჯაზ-კლუბში სიმღერა „ოვ სირუნ, სირუნ“ სომხურ ენაზე შეასრულა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ცნობილი ქართველი შემსრულებლები ვახტანგ კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე ერთობლივი კონცერტით წარდგნენ. დაუვიწყარი ჰიტების მოყვარულებს შორის იყო ასევე სომხეთში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის მეუღლე — ეკა ბაქრაძე. სწორედ მან აღეჭდა უბერებელი ბუბა.

კონცერტი, რომელიც კომპოზიტორ ალექსეი ექიმიანის დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა, სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრში გაიმართა. ექიმიანის კომპოზიციები სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და ახალი არანჟირებით პირველად იყო წარმოდგენილი.

მილიციის გენერალი და იმავდროულად კომპოზიტორი ალექსეი ექიმიანი ბაქოში 1927 წელს დაიბადა. როდესაც ბიჭი სამი წლის იყო, ის მამამ მიატოვა. ალექსეი დედასთან ერთად გადავიდა ერევანში, მოგვიანებით კი, როდესაც სსრკ-ის შსს-ს უმაღლეს სკოლაში ჩააბარა, მომავალი კომპოზიტორი მოსკოვში დაბინავდა. დედით ის ლენინაკანიდან არის (ახლანდელი გიუმრი), მამა კი შუშიდან იყო. ექიმიანი 1982 წელს გულის დაავადებით გარდაიცვალა.

ექიმიანის სიმღერებს ასრულებდნენ ანა გერმანი, ლუდმილა ზიკინა, იოსიფ კობზონი, ვახტანგ კიკაბიძე, მუსლიმ მაგომაევი, ლევ ლეშჩენკო, სოფია როტარუ, ნანი ბრეგვაძე და სხვა პოპულარული შემსრულებლები.


ყველა ახალი ამბავი
0