ალგეთის ეროვნული პარკი ტურისტების მისაღებად მალე მზად იქნება

© FB / Algeti National ParkНациональный парк Алгети
Национальный парк Алгети - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, კაფეტერია და საკონფერენციო დარბაზი.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ადგილზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, კაფეტერია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში ასევე განთავსდება ადმინისტრაციის ოფისი“, — ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა. 

© Алгетский национальный паркალგეთის ეროვნული პარკი
Алгетский национальный парк - Sputnik საქართველო
ალგეთის ეროვნული პარკი

ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ეფექტურად განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულება 1 070 500 ლარს შეადგენს.

ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, თბილისიდან  60 კმ-ის დაშორებით. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და   ზღვის დონიდან 1100-1950 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 

© Georgian Agency of Protected Areasალგეთის ეროვნული პარკი
Алгетский национальный парк - Sputnik საქართველო
ალგეთის ეროვნული პარკი

ალგეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან ბაზას. მას გააჩნია რეკრეაციულ-კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ეროვნულ პარკს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ფოტო-ვიდეო, ფრინველებზე დაკვირვების, ეკოლოგიური, ბოტანიკური და სამანქანო-სათავგადასავლო ტურების მოსაწყობად. დაცულ ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმის ისეთი ფორმები, როგორიცაა: ფეხით სასიარულო, საცხენოსნო და არქეოლოგიური ტურები.


ყველა ახალი ამბავი
0