„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე დილიდან თურქეთში გადასვლა შეფერხებულია

© Sputnik / STRINGERადამიანები გამშვებ პუნქტ „სარფთან“
ადამიანები გამშვებ პუნქტ „სარფთან“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქებიის განცხადებით, ისინი დილიდან საბაჟოზე იმყოფებიან და საზღვარი ამ დრომდე ჩაკეტილი იყო.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. დილიდან „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე  რიგებია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები საზღვარს თურქეთის მიმართულებით ავტომობილების გასასვლელიდან კვეთენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, დილიდან საბაჟოზე იმყოფებიან და საზღვარი ამ დრომდე ჩაკეტილი იყო.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ამის მიზეზად ტექნიკურ შეფერხებას ასახელებენ. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0