საქართველოს სამ რეგიონში უკანონო სახერხი საამქროები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიხის მორები
ხის მორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ამოიღეს და დალუქეს ექვსი ერთეული დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის, აღმოსავლეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ხაშურის, ბორჯომისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში არარეგისტრირებული დანადგარები — ე.წ. ლენტური ტიპის ხერხები  საცხოვრებელი სახლის ეზოებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში აღმოაჩინეს. 

ხე-ტყის გაჩეხვა - Sputnik საქართველო
ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა: მთავრობის პრაქტიკული ნაბიჯები

უკანონო საამქროების ტერიტორიაზე, ჯამში, განთავსებული იყო 3,2 კუბური მეტრის მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი — ფიცარი და 20 კუბურ მეტრამდე მოცულობის წიწვოვანი სახეობის (ნაძვი, ფიჭვი) სამასალე მორი.

სამართალდამცველებმა აღმოჩენილი სახერხები ამოიღეს და დალუქეს.

„სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-2 პრიმა მუხლის 2 ნაწილით (ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, მრგვალი ხე-ტყის (მორის) არარეგისტრირებული სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით“, — ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება.

საქართველოს მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა ცვლილებების პროექტი, რომელიც ტყით სარგებლობის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს.

2017 წლის დეკემბერში პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხე-ტყის უკანონო გაჩეხვას ომი გამოუცხადა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 2017 წელს 8,5 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთან სატყეო კანონმდებლობის დარღვევის 1,7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.


ყველა ახალი ამბავი
0