„კარფურის“ ქსელის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ცოცხალი თევზით სავსე აკვარიუმი დაიმსხვრა. იხილეთ თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო.
შემთხვევას ათობით ადამიანი შეესწრო, რომლებმაც მყის მობილური ტელეფონები მოიმარჯვეს და ინციდენტის გადაღება დაიწყეს.
კადრებში ჩანს წყლით დაფარული იატაკი და ვიტრინებს შორის ძირს მოფართხალე თევზები. ჰიპრმარკეტის პერსონალი, როგორც ჩანს, პირველად შეეჯახა მსგავს ვითარებას და პანიკურად ცდილობდა ცოცხებითა და აქანდაზებით შეეგროვებინა თევზი.
რატომ გატყდა აკვარიუმი, უცნობია.