თბილისის „დინამომ“ ტესტ-მატჩი უკრაინის „ვორსკლასთან“ წააგო

© FB / FC Dinamo Tbilisiმატჩი თბილისის „დინამოსა“ და პოლტავას „ვორსკლას“ შორის
მატჩი თბილისის „დინამოსა“ და პოლტავას „ვორსკლას“ შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის „დინამომ“ მატჩი წარმატებით დაიწყო და მეათე წუთზე მეტოქეების კარში გოლიც გაიტანა, მაგრამ მეორე ტაიმმა მატჩის შედეგი პოლტავას „ვორსკლას“ სასარგებლოდ განაპირობა 2018 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგა ფეხბურთში 2 მარტს დაიწყება.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ფეხბურთის კლუბი თბილისის „დინამო“, რომელიც სეზონისწინა შეკრებაზე თურექთში იმყოფება, ტესტ-მატჩში უკრაინულ „ვორსკლას“ ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ბუდუ ზივზივაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ უკვე მეათე წუთზე დაწინაურდნენ. ამის შემდეგ პოლტავას კლუბმა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო და შესვენებამდე ვიაცესლავ შარპარმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ირაკლი სიხარულიძე (თეთრი ფორმით) - Sputnik საქართველო
საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის „სლოვაცკოში“ გადავიდა

მეორე ტაიმში „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ რამდენიმე შეცვლა განახორციელა და უხლესი რეზერვიდან მინდორზე ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოუშვა. იმის გათვალისწინებით, რომ „ვორსკლა“ უძლიელესი შემადგენლობით თამაშობდა, უკრაინულ კლუბს თბილისის გუნდთან გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდა.

65-ე წუთზე ვლადიმირ ჩესნოკოვმა „ვორსლა“ დააწინაურა. კიდევ ოთხ წუთში ვლადისლავ კულაკმა უპირატესობა გაზარდა, ხოლო ფინალური წერტილი უკრაინელების ქართველმა ლეგიონერმა — ანდრო გიორგაძემ დასვა.

თბილისის „დინამოსათვის“ შეხვედრა „ვორსკლასთან“ თურქეთის შეკრებაზე მესამე ტესტ-მატჩი გახდა. პირველ თამაშში „დინამომ“ ლუგანსკის „ზარიას“ ანგარიშით 0:3 დაუთმო. მეორეში — პოლონეთის „სანდეციას“ ანგარიშით 2:1 მოუგო.

დასკვნით ტესტ-მატჩს თურქეთში წინასეზონის შეკრების ფარგლებში კახა კაჭარავას აღსაზრდელები 6 თებერვალს ტულის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართავენ.

2018 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგა ფეხბურთში 2 მარტს დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0