„საშიში დედა" - ფილმი, რომელიც 2018 წელს უნდა ნახოთ

© photo: Scary Mother / FB"საშიში დედა"
საშიში დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული კინემატოგრაფი საერთაშორისო რეიტინგებში ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ანა ურუშაძის ფილმი  „საშიში დედა" ლონდონური ონლაინ-გამოცემა The Calvert Journal-ის ვერსიით შექმნილი ფილმების ჩამონათვალის — „2018 წლის ფილმები: ახალი აღმოსავლეთის კინო, რომელიც წელს უნდა ნახოთ" — ტოპ-ხუთეულში შევიდა.

The Calvert Journal-ი თანამედროვე კულტურის მიმოხილვას, აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის კრეატიულ ინდუსტრიასა და შემოქმედებას ეძღვნება. პორტალი აუდიტორიას მოუთხრობს შთამაგონებელ ისტორიებს ადამიანებზე, ახალ პროექტებსა და მოგზაურობებზე, ასევე მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აქტუალურ სიახლეებს, ფოტოებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებსა და ა.შ.

The Calvert Journal-ის 2018 წლის რეიტინგში ხუთი ახალი ფილმი შევიდა, რომლებიც 2017 წლის ბოლოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე იყო წარმოდგენილი.

ფილმი სტალინის სიკვდილი - Sputnik საქართველო
რუსეთში აკრძალულ ფილმს „სტალინის სიკვდილი“ თბილისის კინოთეატრებში უჩვენებენ

ურუშაძის  „საშიში დედა" ბრიტანულმა პორტალმა მეხუთე ადგილზე განათავსა. როგორც გამოცემა წერს,  „ქართული ეროვნული კინოს ირგვლივ ამჟამინდელი ვნებათაღელვა 2018 წელსაც გაგრძელდება".

 „ფილმი ერთგვარი გამოწვევაა ტრადიციული გენდერული როლებისადმი საკმაოდ შავ იუმორთან ერთად, ფოკუსირებულია მწერალ მანანაზე (ნატო მურვანიძე), რომელმაც ვამპირებზე ეროტიკული რომანი დაწერა და მისი გამოცემა აქვს დაგეგმილი, მიუხედავად მეუღლის წინააღმდეგობისა, რომელიც ცოლის ბობოქარ წარმოსახვას პირად შეურაცხყოფად იღებს", — წერს The Calvert Journal-ი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ფილმის ავტორმა, 27 წლის ანა ურუშაძემ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ დროისთვის თბილისში მორიგ სცენარზე მუშაობს და მოუთმენლად ელოდება თავისი ახალი ფილმის გადაღებების დაწყებას.

The Calvert Journal-ის რეიტინგში პირველ ადგილზე რეჟისორ მალგოჟატა შუმოვსკაიას დრამა  „სახე"(Mug) გავიდა. მეორე ადგილზე ლაური ლეგლეს  „პორტუგალია"(Portugal), მესამეზე ალექსეი გერმანის (უმცროსი)Довлатов-ი და იან შვანკმაიერის  „მწერები"(Insect).

აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმები უცხოური ფილმების რეიტინგში პირველად არ ხვდებიან. 2018 წლის იანვარში რეჟისორების — ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი  „ჩემი ბედნიერი ოჯახი" ამერიკული The Playlist-ის ჩამონათვალში  „2017 წლის საუკეთესო ფილმები, რომლებიც თქვენ არ გინახავთ" პირველ ხუთეულში მოხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0