საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროპაში თავშესაფრის თხოვნა გახშირდა

© photo: Sputnik / Alexey Vitvickiy / გადასვლა მედიაბანკშიევროპული კვარტალი ბრიუსელში
ევროპული კვარტალი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით სირია ლიდერობს

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან 2017 წელს 35%-ით გაიზარდა. ასეთია თავშესაფრის მაძიებელთა მხარდაჭერის ევროპის ბიუროს (EASO) მონაცემები, რომელიც მათ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ასევე გაიზარდა განაცხადების რაოდენობა თურქეთის მოქალაქეთა მხრიდან (+45%). სიის ლიდერი, უკვე ხუთი წელია, სირიაა — 2017 წელს თავშესაფარი 98 ათასმა მოქალაქემ ითხოვა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სირიის მოქალაქეების განაცხადები, 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად — 69%-ით შემცირდა.

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
უვიზოდ 99 ქვეყანაში, ანუ როგორ იზრდება ქართული პასპორტის ფასი

 „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკმა იანვრის ბოლოს Twitter-ში დაწერა, რომ საექსპერტო კომისია ევროპის საბჭოში აპირებს წარადგინოს მოხსენება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით, და რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მიღების შესახებ მოთხოვნის რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებული არიან. თუმცა, საკითხი სხდომაზე არ დაუყენებიათ.

თუმცა, საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნა, რომ უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან არაფერი ემუქრება.

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

ყველა ახალი ამბავი
0