იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად გადასცა Mitsubishi-ს მარკის ჰიბრიდული ავტომობილები და ელექტრომობილები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ჩაიარა ცერემონიამ
ავტომობილების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული სამმართველოს შენობასთან გაიმართა. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში თადახარუ უეხარა და საავტომობილო კორპორაცია Mitsubishi-ს წარმომადგენლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობამ 96 ახალი ავტომობილი აჩუქა

აქედან 45 ჰიბრიდია, 51 კი - ელექტრომობილი

ჰიბრიდული ავტომობილები საპატრულო პოლიციას გადაეცა

ელექტრომობილები შსს-ის სხვადასხვა დეპარტამენტებს გადაეცემა

ავტომობილების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული სამმართველოს შენობასთან გაიმართა

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში თადახარუ უეხარა და საავტომობილო კორპორაცია Mitsubishi-ს წარმომადგენლები

ეს ავტომობილები თავდაპირველი გეგმის მიხედვით საქართველოს მთავრობას უნდა გადასცემოდა, თუმცა მოგვიანებით მინისტრთა კაბინეტმა მათი საპატრულო პოლიციისათვის გადაცემა გადაწყვიტა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა

ექსპერტების გამოთვლებით, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების წყალობით ერთი წლის განმავლობაში საწვავისა და ძრავის ზეთის ხაჯები 500 ათასი ლარით შემცირდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპია. მომავალში ამ უწყებაში ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების რაოდენობა გაიზრდება და ეტაპობრივად ჩანაცვლდება ჩვეულებრივი შიგა წვის ტიპის ძრავიანი ავტომობილები

ჰიბრიდები, რომლებიც შსს-მ მიიღო, არის Mitsubishi Outlander PHEV. ეს არ არის უბრალო ჰიბრიდი, არამედ დასამუხტი ჰიბრიდი (Plug-in Hybrid). დასახელებაში EV ასოები მეტყველებენ იმაზე, რომ მანქანა ასევე არის ელექტრომობილი (Electric Vehicle), ანუ კროსოვერი არის სრულფასოვანი ელექტრომობილიც. EV რეჟიმში სრულად დამუხტული აკუმულატორის საშუალებით ავტომობილი 50 კილომეტრს დაფარავს

2018 წელს საპატრულო, კრიმინალური და სასაზღვრო პოლიციის რეფორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება