პაპავა: საინტერესოა რა ტარიფს შესთავაზებს „სილქნეტი“ „მაგთის“ და „ბილაინს“

© FB/ Giorgi Papavaგიორგი პაპავა
გიორგი პაპავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სილქნეტს“ „ჯეოსელის“ შესყიდვით შესაძლოა „მაგთისთვის “ და „ბილაონთვის“ ტარიფის გაძვირების მოტივაცია გაუჩნდეს“, მიაჩნია ეკონომისტ გიორგი პაპავას.
პაპავა: საინტერესოა რა ტარიფს შესთავაზებს „სილქნეტი“ „მაგთის“ და „ბილაინს“

„ჯეოსელის“ ინვესტორებისთვის საქართველოს  მობილური კომუნიკაციების ბაზარი სავარაუდოდ საინტერესო არ იყო და ამიტომაც გადაწყვიტეს  მისი დატოვება. რაც შეეხება  კონკურენციას, ბაზარზე  ისევ სამი კომპანია რჩება  და  რა ერქმევა  ერთ-ერთს  დიდი მნიშვნელობა არ აქვს“- აღნიშნა გიორგი პაპავამ Sputnik —საქართველოსთან საუბრისას.

სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანია „სილქნეტი“ მობილურ ოპერატორ „ჯეოსელს“ ყიდულობს. კომპანიის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 153 მლნ აშშ დოლარია.

„ჯეოსელი“ საქართველოში პირველი GSM ოპერატორია. ის 1996 წლის სექტემბერში დაარსდა, კომპანიის აბონენტებმა კი ქსელის გამოყენება 1997 წლის მარტიდან შეძლეს. 2001 წელს „ჯეოსელი“ GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა, რასაც წინასწარი გადახდის სისტემის „ლაი-ლაის“ შემოღება მოჰყვა.

კომპანია „სილქნეტმა“ ფუნქციონირება რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად 2010 წლიდან დაიწყო. „სილქნეტი“ საინვესტიციო ჯგუფი „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა და მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს-სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის.

ყველა ახალი ამბავი
0