დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში გართულდა საგზაო მოძრაობა, შეჩერდა სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა მდგომარეობაა ხულოს რაოინის დასახლებულ პუნქტებში
ამ დროისათვის მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სწავლის პროცესი აღდგა, თუმცა საბავშვო ბაღები კვლავ დაკეტილია. მანამდე შუახევის რაიონში უამინდობის გამო 17 სკოლა და სამი საბავშვო ბაღი დაიკეტა, ხოლო ხულოს რაიონში — 33 სკოლა და ყველა საბაშვო ბაღი. თოვლის სიმაღლემ მაღალმთიან აჭარაში 1,5 მეტრს მიაღწია, დაბლობზე კი — 70-80 სანტიმეტრს.