თუკი მოგბეზრდათ „არმანი", შეცვალეთ იგი „სალმანით"

© FB / Salmanფეხსაცმელები
ფეხსაცმელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი „სალმანი“ გამოჩნდა, რომელიც ქალბატონებს ნატურალური ტყავისგან შექმნილ, ფერად და დახვეწილ ფეხსაცმელს სთავაზობს.

ბრენდი მეგობრებმა სალომე გოგიაშვილმა და მანო გაბურმა შექმნეს. ფერადი ფეხსაცმელი მომხმარებელმა მაშინვე შეიყვარა, ამიტომ „სალმანის“ ყიდვის მსურველთა რაოდენობა ყოველდღე მატულობს. სულ მალე ბრენდი ევროპის ბაზრისკენ აიღებს გეზს.

© FB / Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი და მანო გაბური
სალომე გოგიაშვილი და მანო გაბური - Sputnik საქართველო
სალომე გოგიაშვილი და მანო გაბური

სალომე:

— ერთი ცალი მქონდა ჩემთვის შეკერილი. ერთხელ ვიმაიმუნე და შევიკერე. მე და ჩემი ქმარი ხშირად ვმოგზაურობთ და ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, როცა ჩავედით უცხოეთში, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ფეხსაცმელს, რომ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამეკეთებინა ჩემი ბრენდი, სადაც იქნებოდა ფეხსაცმლის მრავალი სახეობა. გარკვეული პერიოდი ვერ მოვაბი თავი. მივხვდი, რომ მჭირდებოდა პარტნიორი, რომელიც იქნებოდა მოტივირებული, საქმიანი და ამ ყველაფერს გაუძღვებოდა. მადლობა ღმერთს, რომ არჩევანი შევაჩერე ისეთ შრომისმოყვარე და ერთგულ ადამიანზე, როგორიცაა მანო გაბური. ფაქტიურად მანოს დამსახურებაა, რომ გაცოცხლდა ჩემი იდეა.

მანო:

— სანამ სალომე ჩემი პარტნიორი გახდებოდა ჯერ ჩემი მეგობარი იყო და სულ ვეჭვიანობდი  მის სხვა მეგობრებზე. სულ მინდოდა ჩემთან მეტი დრო გაეტარებინა. სალომე არის ადამიანი „ზეიმი“, „ერთგულება“, „სიყვარული“. მასთან  სულ ბედნიერი ხარ, ამიტომ მეგობრობის გარდა საქმეც რომ ერთი გვაქვს ძალიან მიხარია! როცა ფიზიკური დაღლილობა არ გახსოვს, ცხოვრება მარტივი და მშვენიერია. აი, ასეთია სალომესთან მუშაობის პროცესი.

© Photo: Courtesy of Mano Gaburiმანო გაბური
მანო გაბური - Sputnik საქართველო
მანო გაბური

- არასოდეს გიკამათიათ საქმის გამო?

— ჩვენ ერთმანეთი შემთხვევით არ აგვირჩევია. მგონია, რომ არც არასოდეს ვიკამათებთ. თანაც საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველაფერი ერთნაირი მოგვწონს. საერთო საქმემდეც,  უბრალოდ რაიმეს არჩევისას,  რადიკალურად განსხვავებული აზრი არასოდეს გვქონია. ვემთხვევით და ეს საქმეში ყველაზე დიდ კომფორტს გვიქმნის.

- რატომ შეურჩიეთ სახელი „სალმანი“?

სალომე:

— ჩვენს ბრენდს ჩვენი სახელებიდან გამომდინარე დაერქვა სახელი. სალომე და მანო —„სალმანი“.

© FB / Salome Gogiashviliფეხსაცმელები
ფეხსაცმელები - Sputnik საქართველო
ფეხსაცმელები

- რამდენად ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის თქვენი ფეხსაცმელი?

— ამას ცოტა მითქმა მოთქმა მოჰყვა. ამბობენ, რომ ჩვენი ფეხსაცმელი არის ძვირადღირებული. თუმცა მაღალი ფასი განაპირობა მაღალმა ხარისხმა. ძალიან კარგი ხარისხის გამოვიდა, თვითონაც კი არ ველოდებოდით იმდენად კარგი…

- რით არის გამორჩეული „სალმანის“ ფეხსაცმელი?

მანო:

— ვფიქრობ, რომ „სალმანი“ ყველაფრით გამორჩეულია. მას რაღაც პოზიტიური და ნათელი განწყობა მოაქვს. შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ მგონია, რომ მისი ერთი ნახვით შეყვარება გარდაუვალია.

სალომე:

— ძალიან ძვირადღირებული პროდუქციისგან შეიქმნა „სალმანი“. მასალა შემოგვაქვს იტალიიდან. რადგან ქართული ბრენდია, გადავწყვიტეთ აუცილებლად შეგვეტანა ქართული დეტალი, ამიტომ ტყავი გამოვიყენეთ ქართული. არ არსებობს ადამიანი, ვინც იტყვი, რომ რაიმე წუნი აქვს ჩვენს ფეხსაცმელს. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან შევქმენით მაღალი დონის ფეხსაცმელი, რომელიც სარეალიზაციოდ მალე წავა ევროპაში.

© FB / Salmanნინო ქაჯაია და „სალმანები"
ნინო ქაჯაია და „სალმანები - Sputnik საქართველო
ნინო ქაჯაია და „სალმანები"

- ადვილად მოირგეთ დიზაინერის ამპლუა?

მანო:

— ვერასოდეს ვიმუშავებდი იმ კუთხით, რომელიც სიამოვნებას არ მომიტანდა. რაღაცის შექმნა ისეთივე სასიამოვნოა, როგორც კარგი ლექსის წერა. ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მე მთელი ცხოვრება მხიბლავდა. მგონია, რომ ახლა არ მომირგია დიზაინერის ამპლუა. ყოველთვის მინდოდა ბევრი გემოვნებით ჩაცმული ადამიანი მენახა ჩვენს ქალაქში. როცა რაიმეს არასწორს ვხედავდი სტილში, ყოველთვის მიჩნდებოდა სურვილი მომეკიდა ხელი და შემემოსა ისე, რომ ბევრად კარგად წარმოჩენილიყო ამა თუ იმ ადამიანის ფიზიკური მონაცემები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზუსტად იქ ვარ სადაც მინდოდა ყოფნა.

სალომე:

— დიზაინერობა ჩემთვის ცოტა რთულია. ერთია რა მოგვწონს ჩვენ და მეორეა რა მოსწონს მომხმარებელს. შენ უნდა იყო მორგებული მომხმარებელზე. უნდა მოაწონო პროდუქტი, რომ მოხდეს მისი რეალიზება. ჩვენ გვჭირდება ბევრი ფიქრი, რომ ზუსტად გავთვალოთ მომხმარებლის გემოვნება. მე ვფიქრობ დაემთხვა ჩვენი და მომხმარებლის გემოვნება. ეხლა უკვე ვუშვებთ ხაზს, რომელიც ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

© FB / Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგიაშვილი

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

— ახალ ხაზზე უკვე ვმუშაობთ. მოგეხსენებათ „სალმანისთვის“  ხარისხი უპირველესია. ველოდებით ძირებს, რომელიც სპეციალურად ჩვენი ბრენდისთვის იტალიაში მზადდება და  ძალიან მალე ჩამოგვივა! გაზაფხულზე გვექნება რამდენიმე ახალი მოდელი და ახალი ფერები.

-წარმატებებს ვუსურვებთ „სალმანს".

 

ყველა ახალი ამბავი
0