შაბათი, 3 თებერვალი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიღრუბლება, თუმცა ნალექი მოსალოდნელი არ არის. ქარი დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში კი — წამში 9-14 მეტრი სიჩქარით.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 1-6 გრადუსი, დღისით — 12-17 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 12-7, დღისით — 0 პლუს 5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 6-1 გრადუსი, დღისით — 7-12 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 10-5, დღისით — პლუს 5-10 გრადუსი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიღრუბლება. ქარი წამში 7-12 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება პლუს 1, დღისით — პლუს 12 გრადუსი.
კვირა, 4 თებერვალი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება, აღმოსავლეთში ქარის ძალა წამში 10-15 მეტრს შეადგენს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 5-10 გრადუსი, დღისით — 15-20 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 9-4, დღისით — პლუს 2-7 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 2 პლუს 4 გრადუსი, დღისით — 10-15 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 9-4, დღისით — პლუს 4-9 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით მოიღრუბლება, თუმცა ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება პლუს 1, დღისით — პლუს 12 გრადუსი.