თბილისის ცენტრში შიშველი მამაკაცი ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა

გამოწერა
პოლიციამ შიშველი ახალგაზრდა 200 ლარით დააჯარიმა

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სოციალური ქსელი შიშველი მამაკაცის ფოტოებითა და ვიდეოთი აჭრელდა, რომელიც თბილისის ცენტრში, პეკინის გამზირზე შიშველი სეირნობდა.

ვიდეოში, რომელიც Facebook-მომხმარებელმა Mischa-მ საკუთარ გვერდზე დადო, კარგად ჩანს, რომ გამვლელები ნანახით შოკირებული არიან. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წინდებისა და ფეხსაცმელის ამარა იყო, მხარზე გადაგდებული ტანსაცმლით უბრალოდ მიდიოდა ქუჩაში.

რა გახდა ასეთი ქმედების მიზეზი, უცნობია. თუმცა, ფაქტი დაუსჯელი არ დარჩენილა. როგორც ტელეკომპანია Imedi აცხადებს, პოლიციამ ახალგაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე 200 ლარით დააჯარიმა.

მას ბრალი დასდეს "საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქმედებაში, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება).

ყველა ახალი ამბავი
0