უკრაინამ საქართველო „ოფშორული სიიდან" ამოიღო

© photo: Sputnik / Alexey Furman / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფრო ადრე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ტრანსფერტულ ფასწარმოქმნაზე კონტროლის ფარგლებში სარისკო ქვეყნების 65-დან 85-მდე გაზრდა გადაწყვიტა; ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ესტონეთი, ლატვია და საქართველო

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. უკრაინის მთავრობამ საქართველო ამოიღო იმ ქვეყნების ნუსხიდან, რომელთა რეზიდენტებთან ოპერაციები ტრანსფერტულ ფასწარმოქმნაზე კონტროლს ექვემდებარება.

ტრანსფერტული ფასწარმოქმნა — ეს არის ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ საქონლის ან მომსახურების გაყიდვა საბაზროსგან განსახვავებულ, ფირმების შიდა ფასებში. ის საშუალებას იძლევა, პირთა ჯგუფის საერთო მოგება გადანაწილდეს ფირმების სასარგებლოდ, რომლებიც სახელმწიფოებში უფრო დაბალ გადასახადებს იხდიან. ეს საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვის ყველაზე მარტივი და გავრცელებული სქემაა, რომლის მიზანია გადასახადების მინიმიზაცია. ტრანსფერტული ფასები სახელმწიფოების ფისკალური ორგანოების კონტროლის ობიექტს წარმოადგენს.

„ჩვენ სხვა ქვეყნების საგადასახადო სისტემის მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ვადგენთ მოთხოვნების სიას უკრაინული კომპანიებისადმი, რომლებიც ამ ქვეყნებთან მუშაობენ, რათა მათ თავიანთი მოგების შესახებ ანგარიში წარმოადგინონ. ცოტა ხნის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ სიის გაფართოების შესახებ. მასში შევიდნენ ესტონეთი, ლატვია, საქართველო; და ჩვენი პარტნიორები ამ საკითხთან დაკავშირებით ღელავდნენ… რამდენადაც ეს საკითხი ძალზე ემოციურია ჩვენი პარტნიორებისთვის. დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ მოთხოვნების გაუქმების თაობაზე ესტონეთთან, ლატვიასთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და მალტასთან მიმართებით", — განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე.

მოგვიანებით მინისტრთა კაბინეტმა ამ საკითხს კენჭი უყარა.

ყველა ახალი ამბავი
0