შიშები და ფობიები: თბილისში რიტა ხაჩატურიანის გამოფენა გაიმართება

გამოწერა
ხაჩატურიანის ნამუშევრები ადამიანურ შიშებზე მოგითხრობთ

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა თბილისელი მხატვრის რიტა ხაჩატურიანის მიერ შესრულებული ადამიანური შიშებისა და ფობიების ამსახველი სურათების გამოფენა ი. გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) 2 თებერვალს გაიხსნება.

ცისფერი გალერეა - Sputnik საქართველო
თბილისში მიქელანჯელოს გრაფიკულ ნამუშევრებს გამოფენენ

ექსპოზიციაზე სახელწოდებით „შიში“ ხაჩატურიანის 100 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ავტორი კონცეპტუალურ კონტექსტში იკვლევს ადამიანის ცნობიერების შიშს, როგორიცაა დახურული სივრცის შიში, წყლის, ცეცხლის, მარტოობის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში და ა.შ.

რიტა ხაჩატურიანი 35 წლისაა, ის თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო სახელმწიფო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

მხატვარი საქართველოსა და უცხოეთში არაერთი გამოფენის მონაწილეა.

გამოფენა 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მუზეუმის მისამართია — „ქარვასლა“, სიონის 8.

ყველა ახალი ამბავი
0