პრეზიდენტის კორპორაცია სასამართლოში ტორტის კოლოფისა და დასახელების შეცვლას მოითხოვს

© photo: Sputnik / Denis Aslanovტორტი
ტორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა 8 ათასი დოლარით დააჯარიმა კომპანია „კიევხლები“, რომელიც ასევე იყენებდა „როშენის“ შვილობილი კომპანიის მიერ წარმოებული ტორტების კოლოფების მსგავს შეფუთვას.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კუთვნილი საკონდიტრო კორპორაცია Roshen-ი სასამართლოში უჩივის სავაჭრო ქსელ „აშანს“ და მოითხოვს, აეკრძალოს ჰიპერმერკეტს „კიევური ტორტის“ კოლოფის მსგავსი შეფუთვით სარგებლობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კიევის სასამართლოს ერთიან რეესტრზე დაყრდნობით. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ Roshen-მა, რომელიც არის კიდეც „კიევური ტორტის“ მწარმოებელი, კიევის სასამართლოს ჰიპერმარკეტ „აშანის“ მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის ფაქტზე მიმართა, ვინაიდან ეს უკანასკნელი უშვებს პროდუქციას სავაჭრო ნიშნებით  Киевский торт და торт "Киевский". კორპორაცია სასამართლოს სთხოვს, აუკრძალოს „აშანს“ ამ სახელწოდებების გამოყენება, ვინაიდან მყიდველს შესაძლოა ისინი „როშენის“ მიერ წარმოებულ „კიევურ ტორტში“ აერიოს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლომ უკვე დაიწყო წარმოება და საქმის განხილვა 5 თებერვალს ჩანიშნა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ბოლოს უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა რვა ათასი დოლარით დააჯარიმა კომპანია „კიევხლები“, რომელიც ასევე იყენებდა „როშენის“ შვილობილი კომპანიის მიერ წარმოებული ტორტების კოლოფების მსგავს შეფუთვას.  


ყველა ახალი ამბავი
0