„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კაზინოებს სასამართლოში უჩივლებს
„ჩვენ გვყავს შვიდი დაზარალებული, რომლებიც სხვადასხვა კაზინოებში მუშაობენ. ისინი საათობით იმყოფებიან დახურულ სივრცეში, სადაც თამბაქოს კვამლი და CO —ს დიდი კონცენტრაციაა. ეს მათ ჯანმრთელობას აზიანებს“. —აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.
გიორგი ბახტურიძის თქმით, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სასამართლოსთვის კანონის იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართვასაც გეგმავს, რომელიც შესაბამისადაც კაზინოებში თამბაქოს მოხმარება არ იკრძალება.