რაზე შეთანხმდნენ მინსკში: მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიების შეხვედრა

© FB / Ministry of Economy and Sustainable Developmentსაქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეოთხე სხდომა
საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეოთხე სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე კომპანია „მოგილიოვ ლიფტმაშთან“ ერთად დაარსებულ ლიფტების გამომშვებ საწარმოს, რომელიც რამდენიმე თვეში ამუშავდება.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსში ვიზიტის მეორე დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვს შეხვდა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში

ქუმსიშვილი ბელარუსში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.  

„მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ეძღვნებოდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას ორივე ქვეყანაში და შევძლოთ არსებული პოტენციალის გამოყენება. ეს პოტენციალი, რა თქმა უნდა, კერძო სექტორმა უნდა გამოიყენოს,“ — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი თემა იყო ორი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა და ამ მხრივ, ყველა ბარიერის მოხსნა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც ორი ქვეყნის უფრო მეტი პროდუქცია გაიგზავნება ერთმანეთის ბაზრებზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მიიღო მონაწილეობა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მეოთხე სხდომაში, სადაც სხვა საკითხების პარალელურად, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი საამწყობო საწარმოების შექმნაზე, სადაც ბელარუსულ ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადდება სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქცია. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე  კომპანია „მოგილიოვ ლიფტმაშთან“ ერთად დაარსებულ ლიფტების გამომშვებ საწარმოს, რომელიც რამდენიმე თვეში ამუშავდება.   

გარდა ამისა, კომისიამ იმსჯელა ბელარუსში ქართული პროდუქციის მაღაზიების გახსნაზე (საქართველოში ბელარუსული მაღაზიები უკვე მუშაობს) და ღვინის მიწოდების გაზრდაზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კომისიის წევრები საქართველოსა და ბელარუსს შორის პირდაპირი ავიარეისების დამატებაზე შეთანხმდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0