შემთხვევა ორი დღის წინ: მანქანის ქვეშ შევარდნილი ბავშვი მძღოლმა ვერც შენიშნა

გამოწერა

ინციდენტი, რომლის ვიდეოკადრებსაც გთავაზობთ, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ და მშვიდობიანად დასრულდა.

რაც მეტად უცნაურია, ვინაიდან პატარა გოგონა, პრაქტიკულად, საბურავებით ათრია ავტომობილმა. მძღოლს კი არაფერი შეუნიშნავს — მანქანა მიაბრუნა და თავის გზაზე მშვიდად წავიდა.

სხვათა შორის, როგორც კადრებიდან ჩანს, ვერც გოგონამ გაიაზრა მთლად კარგად, რა საფრთხე ელოდა. ერთადერთი, ვისაც აღელვება დაეტყო — ეს შემთხვევის თვითმხილველი გახლდათ, რომელიც მეზობელი კორპუსის ზედა სართულის აივნიდან იღებდა ინციდენტს. მამაკაცს თავიდან ხმაში სიცილი შეეპარა, მაგრამ მერე, როცა პატარა ბავშვი ავტომობილის ქვეშ აღმოჩნდა, ენაც კი დაება და კამერა გათიშა.

ყველა ახალი ამბავი
0