უნიკალური ბუნებრივი მოვლენის პირდაპირი ვიდეოეთერი - ლურჯი სისხლიანი სუპერმთვარეობა

© REUTERS / Bobby Yipმთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პირდაპირ ეთერში გადასცემს იშვიათი ბუნებრივი მოვლენის ამსახველ ვიდეოკადრებს, რომელიც „ლურჯი სისხლიანი სუპერმთვარეობის“ სახელით მოინათლა.

ეს მიმდინარე წელს უკვე მეორე სუპერმთვარეობაა. პირველი 2018 წლის 2 ნოემბერს იყო.

სუპერმთვარეობა იმგვარი მოვლენაა, როდესაც სავსე მთვარე დედამიწას 362 ათას კმ-ზე უახლოვდება და პერიგეის (მთვარის ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოა დედამიწასთან) გავლისა და სავსემთვარეობის მომენტები მხოლოდ სამი დღით ჩამორჩება ერთმანეთს.

გარდა ამისა, დღევანდელი სუპერმთვარეობა იმითაცაა აღსანიშნავი, რომ მთვარის სრული დაბნელება ახლავს, რაც დაახლოებით 3 საათსა და 24 წუთს გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0