სტენინის კონკურსის პრიზებისთვის 40 ქვეყნის ფოტოგრაფები იბრძოლებენ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichფოტოგამოფენის დამთვალიერებელი
ფოტოგამოფენის დამთვალიერებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერა და მათთვის გზის გახსნა დიდი ფოტოგრაფიის სამყაროში

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსზე დღეში 30-ზე მეტი ნამუშევარი შედის. კონკურსის დამფუძნებელია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსის სეგოდნია" იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით.

ნამუშევრების მიღების მხოლოდ პირველ თვეში ორგანიზატორებმა მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ფოტო მიიღეს. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ბრძოლა საპრიზო ადგილებისთვის ახალ დონეზე ავა.

კონკურსზე განაცხადების მიღება გრძელდება ვებ-გვერდზე stenincontest.ru. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 33 წლამდე ფოტორეპორტიორებს. განაცხადების მიღება შესაძლებელია 2018 წლის 28 თებერვლამდე. კონკურსი რუსეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ხდება ახალი სახელების აღმოჩენა საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკაში და აყალიბებს დოკუმენტური ფოტოგრაფიის ხარისხის კრიტერიუმებს. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერა და მათთვის გზის გახსნა დიდი ფოტოგრაფიის სამყაროში.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრების გამოფენაზე - Sputnik საქართველო
სტენინი-2018: ჟიურიში მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებია

ყველა აქტიური არიან ფოტორეპორტიორები რუსეთიდან, ინდოეთიდან, კენიიდან, ბანგლადეშიდან, პალესტინიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, აშშ-იდან, ირანიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ჩინეთიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, ყაზახეთიდან. ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა კონკურსზე ყველაზე დიდი რაოდენობის ნამუშევრები წარმოადგინეს. ყველაზე მეტად გვხვდება ახალი ამბების რეპორტაჟები, ასევე პოპულარულია ეთნიკური ჩანახატები, პორტრეტები, რომლებშიც კონკურსანტები სხვადასხვა ტექნიკითა და ჟანრით ექსპერიმენტებს ატარებენ.

საპრიზო ადგილებისთვის 2018 წელს იბრძოლებენ ოთხ ნომინაციაში — „მთავარი ახალი ამბები", „სპორტი", „ჩემი პლანეტა" და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი". თითოეულ ნომინაციაში ნამუშევრების რიცხვი სამამდე გაიზარდა, რაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს პროფესიული ოსტატობის დემონსტრირების უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. ჟიური თითოეულ ნომინაციაში კენჭისყრით გამოავლენს სამ საპრიზო ადგილს, ასევე გაიცემა უმაღლესი ჯილდო „გრან-პრი".

2017 წელს კონკურსი ჩატარდა დიდი რუსული და საერთაშორისო მასმედიის მხარდაჭერით. რამდენიმე ნომინაციის პარტნიორი გახდა შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფი (ШОМГ) და ზოგადარაბული საინფორმაციო ჰოლდინგი „ალ-მაიადინ ტვ", ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია — წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი კონკურსის საერთაშორისო პარტნიორია.

 

ყველა ახალი ამბავი
0