ქარსელაძე: შეყვარებულის მშობლებმა მითხრეს, ნარკომანის შვილს რძლად არ მივიღებთო

გამოწერა
მომღერალი ნინი ქარსელაძე, გადაცემა „რეაქციაში“ საკუთარი ოჯახის მაგალითზე საუბრობს, რას ნიშნავს, როდესაც ოჯახის წევრი ნარკოდამოკიდებულია.
ქარსელაძე: შეყვარებულის მშობლებმა მითხრეს, ნარკომანის შვილს რძლად არ მივიღებთო

„რვა წლის ვიყავი, როდესაც ჩემი კლასელი მოვიდა და მითხრა — მამაშენი ნარკომანია. შემდეგ იყო მამას დაჭერა. დილის გადაცემა დაიწყო იმით, რომ დააკავეს თეკუჩა ქარსელაძის შვილი, რომელიც გახლავთ ცნობილი მომღერლის ნინი ქარსელაძის მამა. მაშინ 13 წლის ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ფსიქიკა გიყალიბდება, რთული ასაკი გაქვს“, ამბობს ნინი.

მომღერლის განცხადებით ამის გამო ცხოვრებაში ბევრი დამცირება გადაიტანა. მის ცხოვრებაში არსებობდა ბიჭი, რომელიც მოსწონდა, თუმცა მშობლებმა უთხრეს, რომ ნარკომანის შვილს რძლად არ მიიღებდნენ, ამიტომ ისინი ერთმანეთს დასცილდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0