მოწევა კლავს - საქართველოში თამბაქოსგან ყოველწლიურად 11 000 ადამიანი კვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა სიგარეტით ხელში
გოგონა სიგარეტით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტებმა საქართველოდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვიან მათ ქვეყნებში ნიკოტინზე დამოკიდებულებას

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოში ყოველი მესამე მწეველია, და ქვეყანაში ყოველწლიურად თამბაქოსგან 11 000 ადამიანი კვდება, განაცხადა „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

ვეიპის მწევლები - Sputnik საქართველო
საგანგაშო დასკვნა: ვეიპების მოწევა დნმ-ს სახიფათოდ ცვლის

ოთხშაბათს „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი-ბიშკეკი-კიშინიოვი-ტალინი თემაზე „როგორ ებრძვიან საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში ნიკოტინზე დამოკიდებულებას“. ტალინიდან მონაწილეობდა სამედიცინო კლინიკა Medicum-ის მოწევაზე უარის კონსულტანტი ანასტასია დრევსი, ერევნიდან — საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრის“ თავმჯდომარე კარენ ჩილინგარიანი, ბიშკეკიდან — ექიმი-პულმონოლოგი ალინა ალტიმიშევა.

„ფაქტობრივად, საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი მწეველია. სიკვდილიანობა წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოს მოხმარებისგან კვდება… ძირითადად, იჩაგრებიან ბავშვები და მოზარდები. 11000-დან წელიწადში დაახლოებით 300 ბავშვი კვდება. ყოველდღე, ფაქტობრივად, ერთი ბავშვი თამბაქოს მოხმარების გამო კვდება“, — განაცხადა ბახტურიძემ.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. კანონი ძალაში 2018 წლის 1 მაისს შევა. ცვლილებების თანახმად, მოწევა აიკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში — ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. გამონაკლისს შეადგენს ღია ვერანდები ან ბარებისა და რესტორნების ტერასები. ბახტურიძის თქმით, მსგავსი მკაცრი კანონის მიღებით საქართველო ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი მოწევის მავნებლობის შესახებ
Видеомост о вреде курения - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი მოწევის მავნებლობის შესახებ

„სახელმწიფომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, და საქართველო ამ მიმართულებით უკვე ნამდვილად ევროპული ქვეყანა ხდება და რეალურად ფიქრობს და იღებს გადაწყვეტილებას არა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საფუძველზე, რაც ჩვენთან მრავალი წლის განმავლობაში პრიორიტეტს არ წარმოადგენდა“, — აღნიშნა მან.

ბახტურიძემ კოლეგებს ერევნიდან, ტალინიდან და ბიშკეკიდან გააცნო ინფორმაცია საქართველოში არსებული სამედიცინო ცენტრებიოს შესახებ, რომლებიც ადამიანებს მოწევის დანებებაში ეხმარება.

„შეიძლება ითქვას, რომ ახლახან შევქმენით ასეთი ცენტრი. ორი წლის განმავლობაში პირველადი ჯანმრთელობის დაახლოებით 600 ექიმი გადავამზადეთ. კონსულტაციები ფასიანია… გვსურს, რომ ეს გახდეს ერთგვარი სამაგალითო ცენტრი, რათა შემდგომში ყველა კლინიკურ ცენტრში გაიხსნას კაბინეტები, რომლებიც პაციენტებს თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება“, — განაცხადა ბახტურიძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი მოწევის მავნებლობის შესახებ
Видеомост о вреде курения - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი მოწევის მავნებლობის შესახებ

სომხეთის წარმომადგენელმა, კარენ ჩილინგარიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამაც მოწევასთან ბრძოლა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ და სხვა აკრძალულ ადგილებში მოწევისთვის 100-დან 1500-მდე დოლარის ჯარიმას ითვალისწინებს. ჩილინგარიანი მიიჩნევს, რომ მაღალი ჯარიმები სიტუაციას ვერ გამოასწორებს, საჭიროა ადამიანების მოტივირება, მაგალითად, არამწეველი ადამიანებისთვის ხელფასების მომატება.

რაც შეეხება ჯარიმებს ესტონეთში, ანასტასია დრევსის ინფორმაციით, ის 600-დან 1200-მდე ევროს შეადგენს. ამის პარალელურად, ესტონეთში მოწევის წინააღმდეგ მასშტაბური სოციალური კამპანია მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია სარეკლამო ბანერები, სადაც მითითებულია, სად შეიძლება მიმართოს ადამიანმა უფასო კონსულტაციისთვის მოწევისგან გათავისუფლების სურვილის შემთხვევაში.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი მოწევის მავნებლობის შესახებ
Видеомост о вреде курения - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი მოწევის მავნებლობის შესახებ

მოწევასთან დაკავშირებით უარესი მდგომარეობა არის ყირგიზეთში. ექიმ-პულმონოლოგ ალინა ალტიმიშევას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში მოწევას კრძალავს, მძღოლები მას არ იცავენ. ისინი ეწევიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომლითაც ბავშვები გადაჰყავთ.

გარდა ამისა, ყირგიზეთში ყველასათვის ხელმისაწვდომია სიგარეტი. სიგარეტის ღერების საცალო გაყიდვა ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა ახალგაზრდობა მაინც ყიდულობს მათ. ხშირად გამყიდვლები მათ სიგარეთს ვალად აძლევენ.


ყველა ახალი ამბავი
0