დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსი მაშველები ბორჯომში ხანძრის ჩაქრობისთვის დააჯილდოვა

© Photo: Courtesy of Ministry of Finance of Georgiaდიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსი მაშველები დააჯილდოვა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსი მაშველები დააჯილდოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ბელარუსმა საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მინსკში ბელარუსი მაშველები დააჯილდოვა, რომლებიც 2017 წლის ზაფხულში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ, იუწყება ეკონომიკის სამინისტრის პრესსამსახური.

ბელარუსში სამუშაო ვიზიტით მყოფ ქუმსიშვილს სამოქალაქო დაცვის უნივერსიტეტში საპატიო დახვედრა მოუწყვეს, სადაც მან რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს ვლადიმერ ვაშჩენკოს პირველი ხარისხის მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, ხოლო 10 მაშველს სხვადასხვა ხარისხის მედლები გადასცა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა სასწავლებლის ლაბორატორიები და სიმულაციური აუდიტორიები, რომლებიც გათვლილია ყველა სახის საგანგებო მდგომარეობაზე. 

ბორჯომის ტყე - Sputnik საქართველო
სპეციალისტები ბორჯომის ტყის აღდგენის გეგმას განიხილავენ

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ბელარუსის პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან და მისა მოადგილე მიხაილ რუსისთან.

2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში სოფელ დაბასთან ხანძარი გაჩნდა, რომელის 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა. მის ჩაქრობას მთის რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებდა. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს ეხმარებოდა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი. ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ბელარუსმა საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. საქართველოს საელჩო ბელარუსში 2007 წელს გაიხსნა. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო.

ქართულ-ბელარუსული ურთიერთობების ახალი ეტაპი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.


ყველა ახალი ამბავი
0