თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ჰოკეის გერმანული კლუბის, Straubing Tigers-ის წევრი შტეფან ლოიბლი ბეწვზე გადაურჩა ყინულის კომბაინს, რომელიც მოედანს წმენდდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
Stefan Loibl ist aktuell nicht aufzuhalten!!!
— Straubing Tigers (@straubingtigers) January 30, 2018
Erst ist er zu flink für die Haie, dann weicht er geschickt der Eismaschine aus.
Zum Glück ist weder den TelekomSport-Jungs noch Stefan etwas passiert.
Alle Spiele, alle Tore — https://t.co/bAkWOxGbeL pic.twitter.com/iNc5OerhVk
ჰოკეისტი ინტერვიუს აძლევდა პირდაპირ ეთერში, როდესაც მოედანზე ყინულის გასაპრიალებლად გამოსული კომბაინი უკუსვლით შეეჯახა ოპერატორებს და წააქცია ისინი, ხოლო ლოიბლმა გვერდზე გახტომა მოასწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეოპერატორების დაზიანებები სერიოზული არ აღმოჩნდა.