ვიდეოხიდი: როგორ ებრძვიან საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში ნიკოტინზე დამოკიდებულებას

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიმამაკაცი სიგარეტს ეწევა, არქივის ფოტო
მამაკაცი სიგარეტს ეწევა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში ოთხშაბათს, 31 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი-ბიშკეკი-კიშინიოვი-ტალინი თემაზე „როგორ ებრძვიან საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში ნიკოტინზე დამოკიდებულებას“

აქტიური ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ საქართველოში 2016 წელს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% მწეველია. ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს კვამლის ნეგატიური ზემოქმედების გამო 10 000-მდე ადამიანი კვდება. თამბაქოზე კონტროლის გამკაცრების ხუთწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში 2013 წელს დაამტკიცეს.

ამჟამად საქართველოში მოწევა დაშვებულია მრავალ საზოგადოებრივ ადგილას, გარდა სახელმწიფო დაწესებულებების, სკოლების, საბავშვო ბაღების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მატარებლების და კატარღების გარდა), თეატრების, მუზეუმების, საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკებისა. გარდა ამისა, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა. 

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით 2018 წლის 1 მაისის შემდეგ ქვეყანაში მოწევის საყოველთაო აკრძალვა ამოქმედდება. აკრძალვის დაწესების შემდეგ მოწევა იქნება ნებადართული მხოლოდ ქუჩაში, სახლში და სამორინეში. 2020 წლის 1 იანვრამდე მოწევა დაშვებულია იქნება ღია სტადიონებზე და სასტუმროების ნომრებში, რომლებიც მწეველთათვის არის განკუთვნილი. ამ თარიღის შემდეგ სრული აკრძალვა ამოქმედდება.

როგორ ებრძვიან საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში თამბაქოს მოხმარებას და ნიკოტინზე დამოკიდებულებას, განიხილავენ ექსპერტები:

თბილისში:

— არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე.

ტალინში:

— სამედიცინო კლინიკა Medicum-ის მოწევაზე უარის კონსულტანტი ანასტასია დრევსი.

ბიშკეკში:

— ექიმი-პულმონოლოგი ალინა ალტიმიშევა.

ერევანში:

— საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრის“ თავმჯდომარე კარენ ჩილინგარიანი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით მულტიმედიური პრესცენტრ „Sputnik-საქართველოს“ ანონსების e-mail-გამომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0