საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებში ერთვება

© FB / Georgian Dreamთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველოს 2018 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული როლი აქვს, მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებში ერთვება

„ეს არის ჩვენი ქვეყნის მსოფლიოსთვის წარმოჩენის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ჩვენი, ყველას საერთო ამოცანა, რომ ამ ღონისძიებამ რაც შეიძლება მაღალ დონეზე ჩაიაროს“, — აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსში იქნება წარმოდგენილი, პროგრამის მოსამზადებელ და საორგანიზაციო სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0