ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი: ისინი ეგვიპტეში შეხვდნენ – ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Fayed El-Heziri / გადასვლა მედიაბანკშიკაირო
კაირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადამიანს, 251 სმ სიმაღლის თუქრ ფერმერ სულთან ქესენს კომპანიონობას მსოფლიოს ყველაზე დაბალი ადამიანი – 62 სმ სიმაღლის ინდოელი ჯოტი ამჯი უწევდა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. გინესის რეკორდების წიგნის ორი ფიგურანტი, ეგვიპტის ტურიზმის საბჭოს მიწვევით, პირამიდებთან შეხვდა ერთმანეთს, იუწყება საინფომაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Metro-ზე დაყრდნობით.

მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადამიანს, 251 სმ სიმაღლის თუქრ ფერმერ სულთან ქესენს კომპანიონობას მსოფლიოს ყველაზე დაბალი ადამიანი, 62 სმ სიმაღლის ინდოელი ჯოტი ამჯი უწევდა. რეკორდსმენებმა ტურისტების ეგვიპტური ღირსშესანიშნაობებით დაინტერესების მიზნით ფოტოსესიაც მოაწყვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ქესენს ჰიპოფიზის კიბო აქვს და სწორედ ეს დაავადება უწყობს ხელს ზრდის ჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებას. ხოლო 24 წლის ამჯის აქონდროპლაზია გადაეცა მემკვიდრეობით. ჯუჯა–გოგონას ხშირად იღებენ ფილმებში (მაგალითად, სერიალში „ამერიკული საშინელებათა ისტორია“) და ასევე მონაწილეობს რეალიტი-შოუებში.

ყველა ახალი ამბავი
0