თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ამერიკული ორგანიზაცია „ბავშვობა რეკლამის გარეშე“ (Campaign For a Commercial-Free Childhood) „ფესბუქისგან“ პროგრამა Messenger Kids-ის დახურვას მოითხოვს, რომელიც კომპანიამ 13 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის შექმნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს მარკ ცუკერბერგის სახელზე, რომელსაც 110-ზე მეტი ექიმი, პედაგოგი, ფსიქოლოგი და ბავშვთა სხვა სპეციალისტი აწერს ხელს.
Pediatric and mental health experts call on Facebook to kill its new messaging app for kids https://t.co/fYxCKB5oJa
— The New York Times (@nytimes) January 30, 2018
წერილის ავტორების აზრით, მესენჯერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ისინი მიმართვას თან ურთავენ იმ კვლევების შედეგებს, რომლებშიც სოციალური ქსელების გამოყენებასა და მოზარდთა დეპრესიებს შორის კავშირზეა საუბარი.
წერილში ნათქვამია:
„უმცროსი ასაკის ბავშვები უბრალოდ არ არიან მზად, ჰქონდეთ აკაუნტები სოციალურ ქსელებში. ისინი პატარები არიან იმისთვის, რომ ესმოდეთ ქსელური ურთიერთობის ყველა სირთულე, რასაც ხშირად მოსდევს გაუგებრობა და კონფლიქტები“.
სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ბავშვები ვერ აცნობიერებენ ინტერნეტში პრივატულობის საკითხს და არ ესმით, რამდენად მისაღები შეიძლება იყოს ამა თუ იმ პუბლიკაციის, ფოტოს, ვიდეოსა თუ საუბრის გასაჯაროება.
აღსანიშნავია, რომ Facebook-მა დანართი Messenger Kids-ი გასული წლის დეკემბერში გამოუშვა.