თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.
ადგილზე მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.