ქართველ სუმოისტს იაპონიაში ლუდის წლიური ნორმა და ერთი ტონა სოკო აჩუქეს

© photo: AFP 2020 / STR / JIJI PRESSქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილი მძღოლით და ბენზინის წლიური მარაგი ერთადერთი პრიზი არ ყოფილა ტოჩინოშინისთვის, რომელმაც კვირას იმპერატორის თასი მოიგო.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელიც იმპერატორის თასის ტურნირის გამარჯვებული გახდა, პრიზის სახით 10 მილიონი იაპონური იენა მიიღო (92 000 აშშ დოლარი).

ფულადი პრიზის გარდა გორგაძემ სხვა ფასიანი ჯილდოებიც მიიღო, კერძოდ, ძვირფასი საათი და ავტომობილი. თუმცა, წესების მიხედვით, სუმოისტს ავტომობილის მართვის უფლება არ აქვს. ამიტომ ტოჩინოშინს ეყოლება მძღოლი, რომელიც აუცილებლად სუმოისტთა კლუბის წევრი უნდა იყოს. ავტომობილს ბენზინის წლიური მარაგიც ერთვის.

სუმოისტი ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
პირველი ქართველი იმპერატორის თასით - სუმოისტ გორგაძეს გამარჯვებას ულოცავენ

თუმცა, ამით არ დასრულებულა პრიზები ისტორიაში პირველი ქართველისთვის, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო. დანარჩენ ჯილდოებს კვებითი თვისებები გააჩნია. 

ასე მაგალითად, გორგაძემ ტურნირის სპონსორებისგან მიიღო ლუდის, საკეს, რძის, კოკა-კოლის და ბრინჯის წლიური მარაგი. გარდა ამისა, გამარჯვებულს ერგება ერთი სატვირთო მანქანა რძის პროდუქტები, ერთი ძროხის ხორცი, 100 000 ერთეული შავი ქლიავის ჩირი (საინტერესოა, როგორ უნდა დაითვალონ?) და თითო ტონა სოკო, ხილი და ბოსტნეული.

როგორც ტურნირის ორგანიზატორები ამტკიცებენ, ტოჩინოშინს კიდევ გაცილებით მეტი პრიზი ერგება.

აღსანიშნავია, რომ 192 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი დევგმირი — ასე უწოდებენ გორგაძეს, 165 კილოგრამს იწონის.

გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი 14 მოგებით და ერთი წაგებით გახდა. ქართველი მესამე ევროპელია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. აქამდე გამარჯვება მოიპოვეს ბულგარელმა კოტოოშუმ და ესტონელმა ბარუტომ.

ყველა ახალი ამბავი
0