თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალციხის ნიალას სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ცდილობდნენ სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას და ითვალისწინებს ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
მიმდინარე წლის იანვარში ბანგლადეშის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ეს უკვე მეორე შემთხვევაა.