საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 წვევამდელი შეემატა

გამოწერა
ჯარისკაცები პირველ ქვეით ბრიგადასა და საავიაციო ბრიგადაში გადანაწილდებიან, სადაც 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი უკვე გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

ჯარისკაცები პირველ ქვეით ბრიგადასა და საავიაციო ბრიგადაში გადანაწილდებიან, სადაც 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.  

წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ მიულოცა და წვევამდელებს წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0