მე-16 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდას საქმეზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnikმამაკაცი მუშაობს ნოუტბუკთან თბილისის ერთ-ერთ კაფეში
მამაკაცი მუშაობს ნოუტბუკთან თბილისის ერთ-ერთ კაფეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცის გარდაცვალებას „ლურჯი ვეშაპის“ თამაშს უკავშირებენ

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. შაბათს დაკრძალეს ახალგაზრდა, რომელიც მიმდინარე წლის 22 იანვარს გლდანის მეორე მიკრორაიონში სიმაღლიდან გადმოვარდა.

სავარაუდოდ, 25 წლის ა.ქ-ს დაღუპვა „ლურჯი ვეშაპის“ თამაშს უკავშირდება. დაღუპული 16-სართულიანი შენობის მე-16 სართულიდან გადმოვარდა. იგი იმერეთიდან, ქალაქ ხონიდან იყო.

ბავშვები კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
„ლურჯი ვეშაპი“: შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

თამაში „ლურჯი ვეშაპი" გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც. თამაშის დასასრულს მოთამაშეს ე.წ. კურატორი აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მოზარდს თვითმკვლელობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, ან ფატალური შედეგითაც კი სრულდება.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას და ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0