თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. „ჰაცუ ბაშოს“ ტურნირის მე-15 დღეს ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი ვადაზე ადრე გახდა, კიდევ ერთი გამარჯვება, ამჯერად ენდო შოტასთან ბრძოლაში მოიპოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელმაც სუმოში იაპონიის იმპერატორის თასი მოიპოვა.
დღეს ლევან გორგაძეს იაპონიის იმპერატორის თასი საზეიმო ვითარებაში, მაყურებელთა ოვაციების ფონზე გადასცეს.
გორგაძე დაიბადა 1987 წელს მცხეთაში. ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობას ბავშვობიდან ეუფლებოდა. 16 წლის ასაკში გორგაძე ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მან სამბოში ევროპის ახალგაზრდული პირველობა მოიგო.
გორგაძე პროფესიონალურ სუმოს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან გაეცნო და სამოყვარულო დონეზე ვარჯიში დაიწყო. 2005 წლის ივლისში ტოკიოში მძიმე წონით კატეგორიაში, თეიმურაზ ჯუღელან ერთად (ამჟამად „გაგამარუ“), გუნდურ შეჯიბრებაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ვერხცლის მედალი მოიპოვა.
192 სმ სიმაღლის გორგაძე 165 კილოგრამს იწონის.