თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერში, ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).
აქციის მონაწილოების თქმით, მათ უკვე დაწერეს საჩივარი დედაქალაქის მერის კახა კალაძის სახელზე, რომელსაც ხელი 150-მა ადამიანმა მოაწერა.
ადგილობრივების პროტესტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.
„სკვერში რომ არ უნდა აშენდეს, ამაზე შეთანხმებულია დედაქალაქის მთავრობაც, გამგებელიც, კალაძეც დაპირებულია და იმედი მაქვს, რომ ამ შემორაგულს, რომელიც არის სკვერში ხვალიდან უკვე დაიწყებენ დემონტაჟს და აქ მშენებლობა არ იქნება“, — განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია ნარმანიას პრაქტიკის გაგრძელება, სკვერებში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, ხეების გაჩეხვა და ა.შ.
გლდანის გამგებლის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება სკვერში მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით ორშაბათს გახდება ცნობილი.