აჭარაში სავალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა: კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა

საქართველო-თურქეთის საზღვრის „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მახლობლად სავალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან

აჭარაში, საქართველოს-თურქეთის საზღვრის მიმართულებით ცენტრალური ავტომაგისტრალის 118-ე კილომეტრზე, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ახლოს ხუთშაბათს კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარემონტო ჯგუფები. გზის გასაწმენდად მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ამ დროისათვის მაგისტრალი ღიაა ყველა სახის ტრანსპორტისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0