„მეტი ძალისხმევა“ - საქართველო ჟენევის მოლაპარაკებების შედეგზეა ორიენტირებული

© photo: Sputnikმთავრობის კანცელარიის შენობა
მთავრობის კანცელარიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის დისკუსიების მომდევნო ეტაპი 27-28 მარტს ჩატარდება

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს და ევროკავშირის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვდრაზე გამოხატა მზადყოფნა, მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი ნარჩუნდება ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში განიხილება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, მეორეში — ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.

სასაზღვრო პუნქტი „ენგური გალის რაიონში - Sputnik საქართველო
ლუკავა საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში პატიმრობიდან შვიდი წლის შემდეგ გადმოსცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიუნტერ ბეხლერსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაზეა მიმართული.

„განსაკუთრებით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მზადყოფნა, ჟენევის ფორმატში გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იმ ძირითად საკითებზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ემსახურება“, — ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან განიხილა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგი, რომლებიც 27-28 მარტს გაიმართება.

მანამდე კვირიკაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების მინისტრთა დონემდე გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მზადყოფნა გამოხატა მოლაპარაკებებში ჩაერთოს.


ყველა ახალი ამბავი
0