მადლობის სიგელები ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრისგან

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი თბილისში
ევროპის მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლინას ლინკევიჩიუსსა და იოჰან რეელს სიგელები ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ გადასცა.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს თვადაცვის მინისტრის მადლობის სიგელით ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები ბრიუსელში დააჯილდოვეს, ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლებს ლინას ლინკევიჩიუსსა და იოჰან რეელს სიგელები საქართველოს წინაშე დამსახურებისთვის ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ გადასცა.

ლინას ლინკევიჩიუსს სიგელი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატში საქართველოს ოფიცრად მუშაობის პერიოდში ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის გადაეცა. იოჰან რეელს კი – ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის მხრიდან ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სასწავლო მიმართულებით განხორციელებული პროექტების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

ღონისძიებას დაესწრნენ ბელგიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0